ბათუმიდან უამრავ ადამიანს აიძულებენ, წავიდნენ “ოცნების” აქციაზე – კუპრაძე

“ლელოს” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ბათუმიდან ადამიანებს აიძულებენ საჯარო სამსახურებიდან წავიდნენ თბილისში :ქართული ოცნების” აქციაზე.

ის მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, მმართველ პარტიას წინააღმდეგობა გაუწიონ და ამაზე საჯაროდ ისაუბრონ.

“თან ღირსების შემლახველად – გზაში გაჭმევთ და 50 ლარს მოგცემთო სთავაზობენ. ვინც წასვლას არ აპირებს იმათ პრობლემების შექმნით და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. ბაღები, სკოლები, რესურსცენტრები, მომსახურების სააგენტოები, თეატრის თანამშრომლები და ა.შ.

ჩემო მეგობრებო, ვინც მირეკავთ და არ გინდათ ნაძალადევად ამ ფარსში მონაწილეობის მიღება, გაუწიეთ წინააღმდეგობა, გამოდით ღიად და ილაპარაკეთ. საჯაროობა არის მთავარი დაზღვევა, რის შემდეგადაც ვერავინ შეგეხებათ და ვერავინ გაბედავს სამსახურებიდან თქვენს გაგდებას.

გვერდით მიგულეთ თქვენი უფლებებისთვის ბრძოლაში, თუმცა ეს ძალა და რესურსი მხოლოდ თქვენშია, არც ჩემში და არც სხვა პოლიტიკურ გუნდებში. მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებას და გამბედაობას შეუძლია ამის გაკეთება”,– წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, ხვალ თბილისში მმართველი პარტია აქციის ჩატარებას გეგმავს.

პრობლემაა, რომ დინამიკა ოცნებასა და ენმ-ს შორის დაპირისპირებამდე დადის – კელი

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით არის ის, რომ პოლიტიკური დინამიკა იცვლება...

ზვიდაურის გირაოთი გათავისუფლებას პროკურატურა “გაუგებარს” უწოდებს

საქართველოს პროკურატურა ეხმიანება თელავის რაიონულ სასამართლოდან ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას...

ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა – დავით ბერძენიშვილი

"მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წლის შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად...

“სუს-ტემა უნდა დაინგრეს” – 30 ნოემბერს სუს-თან აქცია გაიმართება

"სუს–ტემა უნდა დაინგრეს" – სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები 30 ნოემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო...

სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ოცნება” მიტინგს არბევდა – სააკაშვილი

"დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია...

ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და...

პოლიტიკოსები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენლები, მედიამენეჯერები, ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების...

ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე ისაუბრებდით? – გეგეჭკორი

"სასამართლოზე, მითემეტეს ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე, შეცდომებზე ან გადაცდომებზე ისაუბრებდით...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

“შემზარავი მუტაცია“– რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი ვარიანტი და რა ვიცით მის შესახებ

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენით შეშფოთებულნი არიან. ჯანმომ პარასკევს საგანგებო სხდომაზე ახალი ვარიანტის კლასიფიკაფია განსაზღვრა, როგორც “შემაშფოთებელი“ და...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...