ბათუმის მერია და მთავრობა დაზარალებულებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

ბათუმში,26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს, რისთვისაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნულ ინფორმაციას, ბათუმის მერია ავრცელებს.

“კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ასევე, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ფსიქოკონსულტაციით”, – წერს ბათუმის მერია.