ბათუმის პორტში რუსეთიდან 2 ტანკერი შემოვიდა

ფოტო: ბათუმელები. გემები ბათუმის პორტის მისადგომებთან. მათ შორის ორი რუსეთიდან შემოსული ნავთობტანკერია. ბათუმი. 30. 06. 2022

ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი შემოვიდა. აღნიშნულ ინფორამციას, გამოცემა ბათუმელები იუწყება.  გამოცემის ცნობით, 2 ტანკერიდან ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა.

“ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი დღის წინ, 27 ივნისს შემოვიდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი 30 მაისს დაიძრა რუსეთიდან, კერძოდ კი, ქერჩის სრუტიდან ეგვიპტისკენ. ეგვიპტეში, დუმიათის პორტში, ის 10 ივნისს შევიდა, იქ ერთი დღე დაყო და 11 ივნისს გეზი ბათუმის პორტისკენ აიღო.

კიდევ ერთი გემი, რომელიც ამჟამად ბათუმის საზღვაო აკვატორიაში იმყოფება, არის მალტის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Minerva Gloria. ოფიციალური მონაცემების თანახმად, Minerva Gloria ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა. ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი ბათუმის პორტთან ახლოს, მახინჯაურში ღუზაზე დგას.” – იუწყება გამოცემა “ბათუმელები”

გამოცემა წერს, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც კი ვერ უპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები.

კრემლი სამხედრო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალშიც გეგმავს

გამოცემა “მედუზას“ ინფორმაციით კრემლში განიხილავენ უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის შესაძლებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც. ამის...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა...

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო...

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა - თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით  აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ...