ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ ინფიცირებული ფეხმძიმე კლინიკაში პირველ ოქტომბერს მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
“გუშინ დილით შევამოწმეთ და ნაყოფის გულისცემა კარგი იყო, საღამოს განმეორებით შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბავშვის გულისცემა არ დაფიქსირდა”, – ამბობს პაპავა.
ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლში სამედიცინო სასამართლო ექსპერტები იმყოფებიან და ნაყოფის დაღუპვის მიზეზებს ადგენენ.