შეერთებული შტატების თავდაცვის სამდივნოში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობის შემთხვევაში მზად არიან უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცენ ATAMCS-ის სახელით ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები.
“ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ”,- განაცხადა პენტაგონის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დაგ ბუშმა.
გავრცელებული ცნობით, საუბარია ATACMS-ის კასეტურ მოდიფიკაციაზე.
კასეტური ATACMS-ის იარაღს 300-დან 950-მდე კასეტური ბომბის გადატანა შეუძლია 25-დან 300 კილომეტრამდე რადიუსის მანძილზე.
ამასთანავე, ტელეარხ NBC-ი იუწყებოდა, რომ თეთრ სალხში გამართული შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებს გადასცემს.