ბაიდენის რიტორიკა მიუღებელი და მიუტევებელია – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ეხმიანება ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

პესკოვის შეფასებით, ასეთი რიტორიკა “მიუტევებელი და მიუღებელია”.

“მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია ის სახელმწიფოს მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მთელ მსოფლიოში”, – თქვა მან.

“მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა”. – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან.