ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ – კობერიძე ახალი წლის ღამეს კომენდანტის მოხსნაზე

ლელო-ს წევრი ლევან კობერიძე მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაწესებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ “უცნაურ პრინციპზეა” დაფუძნებული.

“უცნაურ პრინციპზეა დაფუძნებული ეს ქმედებები და ღონისძიებების ჩამონათვალი. რაიმე მაჩვენებლებზე კი არ არის მიბმული, მაგალითად ეპიდემიის გავრცელების სიხშირეზე ან სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, არამედ რაღაც უცნაურად გამოცხადდა რაღაც დროებთან მიმართებაში – ახალ წლამდე, ახალი წლის შემდეგ, პირველ თებერვალს… ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ ეს თარიღები. თვითონ მიდგომა არის არასწორი. ეპიდემია უკვე 1 წელია არის საქართველოში და არ დადგა ის დრო, რომ მთავრობა გამოდიოდეს და ამოგლეჯილად ჩამონათვალის გამოქვეყნების ნაცვლად, მონაცემებზე, პროგნოზზე დაყრდნობით კეთდებოდეს ახსნა, თუ რატომ შემოდის ესა თუ ის შეკეტვა“, – განაცხადა კობერიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება მთავრობამ დააანონსოს კონკრეტულ თარიღებზე გაწერილი გეგმა მაშინ, როდესაც წინასწარ არავინ იცის, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში.

“გასაგებია, რომ ახალი წელი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ თუკი ეპიდემიოლოგიური სურათი იქნება ძალიან დამძიმებული, როგორ შეიძლება წინასწარ გამოხვიდე და თქვა, რომ ჩემს გეგმას ვაგებ კონკრეტულ თარიღებზე. ეს ყველაფერი უნდა მიჰყვებოდეს კონკრეტულ ლოგიკას და პარამეტრებს. მთელი მსოფლიო პროგნოზებს აკეთებს და ერთხელ არ მინახავს ასეთი გრაფიკი გამოტანილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, სადაც პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ახსნიდნენ კონკრეტულ პარამეტრებზე მიბმას”, – თქვა ლევან კობერიძემ ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ახალი წლის და შობის ღამეს კომენდანტის საათი მოიხსნება და მოქალაქეები გადაადგილებას შეძლებენ.

 

გლდანის N8 ციხის სამ და ქუთაისის N2 ციხის ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტრუდა

N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში -...

ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! – თენგიზ ცერცვაძე

" ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! "- ამის შესახებ ინფეციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ...

ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია – დავით ჯანდიერი სტრასბურგზე

"ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია"-  იურისტი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ...

კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს...

ორთაჭალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ"-  ამის შესახებ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "მთავარი არხის"...

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო" - დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის...

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით"  - რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო