ბარისახო–შატილის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დეპარტამენტის ინფორმაციით, გამენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , რათა უმოკლეს დროში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.