ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
“დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.