ბაქოში სროლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში, სროლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – დაღუპულებს შორის, 3 პოლიციელია, ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა და თავად მსროლელია.

ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.