უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე – ალეკო ელისაშვილის წერილი

“მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე”- ამის შესახებ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ციხიდან გამოგზავნილ ვრცელ წერილში წერს.

„პირველ რიგში ყველას მოგესალმებით! ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული. მჯერა იქ, მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს, მეოთხე თვეა ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15 წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება, თუმცა ეგ ცალკე ამბავია. რასაც თვალს ვადევნებ, ვხედავ რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უმძიმესმა დასკვნამ და განსაკუთრებით რეკომენდაციებმა ამათ, ამ მავნებლებს ძალიან მოუჭირათ. ოცნების ხალხს მოხარშულებს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. „გვაჩვენეთ სიებიო“ გაიძახიან დღე და ღამ, რაც ნიშნავს რომ აშკარად თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ ეს ტერორისტი როგორ არის პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა – მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას – ქართველს, თუ უცხოელს არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში.
მინდა ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო. ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია! ღმერთია მოწმე მე არც ჯარისთვის ლუკმა მომიპარავს, არც ოქროს ზოდები უპოვნიათ ჩემს სახლში და არც საყაჩაღოდ შევსულვარ არსად. საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ვზივარ ციხეში. ეს პატივია დ არა სასჯელი.

მე ჩემს საკანში უდიდესი კმაყოფილებით ვნახავ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლების კადრებს და იმ ურემს დაველოდები, რომელიც აუცილებლად ჩამოაგორებს ჩემ წილ სამართალს. ასე რომ შეხვედრამდე.

პატივისცემით ალეკო, მე-6 მაღალი რისკის საპყრობილე. 25-ე საკანი.
24.03.2026“, – ალეკო ელისაშვილის განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულარული

რუსეთი ნატოს ბირთვული იარაღით დაემუქრა: Reuters

სააგენტო Reuters-მა ნახა დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა. მასში...

თბილისისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი – კალაძე

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც...

ბილ გეიტსი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მილიარდი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის...

“არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს” – მარნეულში 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის...

ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის – ნეთანიაჰუ ერდოღანზე

ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის - ამის...

სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად: საერთაშორისო გმაჭვირვალობა – საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის,...

ყველა ამბავი

ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე შეზღუდვებს აწესებს

ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაშიც კი,სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მახლობლად მდებარე რაიონებში...

„პუტინკები“ – „ხრუშჩოვკებისა“ და „სტალინკების“ შემდეგ: მობილური თავშესაფრები უკრაინული დრონებისგან დასაცავად

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რკინაბეტონის მობილური თავშესაფრების დამონტაჟება დაიწყეს, რომლებსაც ადგილობრივებმა საბჭოთა ეპოქის არქიტექტურული ტრადიციის...

Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრი აცხადებს, რომ ტელეშოუს ყურების შედეგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბორტის გადასარჩენად

ისრაელელმა მგზავრმა, რომელიც „Flydubai“-ს რეისზე თავდამსხმელი პილოტის განეიტრალებაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის მართვა დოკუმენტური ფილმებიდან მიღებული ცოდნით...

“ომი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს” – პუტინი ამბობს რომ ომი არ უნდოდა

"კიდევ ერთხელ, სად არის სიმართლე? სიმართლე ისაა, რომ ომი არც ჩვენ გვინდოდა და არც ჩვენ არ დაგვიწყია – ომი...

მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა.. ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა – სამირა ბაირამოვა 

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა, ტყუპები გააჩინა, ერთ-ერთი ახალშობილი კი გარდაიცვალა."მითხრეს,...

შსს ენმ-ის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს" -   17:00 საათზე, რიყის დოქებთან ენმ-ის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს."არაერთ...

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” “მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის” 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია "ფორმულა" მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს.კომისიის განცხადებით, 14-16 სექტემბრის პერიოდში ფორმულას 17-საათიან ახალი...

რუსეთი საქართველოსა და დსთ-ის მძღოლებს ქვეყანაში ყოფნის ვადას შეუმცირებს, თუ მათი სახელმწიფოები ევროკავშირისკენ გზას აირჩევენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სატვირთო...

ორი ფეისბუქ სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო, შსს მიჩივის – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ისევ უჩივის. სამქე ამჯერადაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოს...

ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა- ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება...

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს!! 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა – კალაძე

1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და...