ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს. ვფიქრობ, მას უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. ბევრად უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. გულწრფელად რომ ვთქვა, მას სურს, რომ ეს დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.


