ბაღი, რომლის რეაბილიტაციაში მერიამ 1.9 მილიონი დახარჯა ისევ სარემონტოა

თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. რა მოელის ვაკის პარკს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე ფლანგვის დეტექტორმა თბილისის კიდევ ერთი პარკის –  გოძიაშვილის ბაღის რეაბილიტაცია შეისწავლა, რომელსაც “წითელ ბაღად” სასეირნო ბილიკზე დაყრილი წითელი ქვიშა-ხრეშის გამო მოიხსენიებდნენ, მაგრამ “კეთილმოწყობისთვის” ბაღში ბეტონი მოასხეს, რის შედეგადაც ბაღში მუდმივად მტვერი დგება.

გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა შეუსაბამო მასალებით მოხდა, რის გამოც ბილიკებზე დაგებული მასალა (120,000ლარი) მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა.

სამუშაოები კომპანია გრინსერვისმა შეასრულა, რომლის დამფუძნებლები ქართულმა ოცნებამ 2013 წელს კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა, თუმცა მათმა კომპანიამ 2013-დან დღემდე 55,808,667 ლარის ტენდერები მოიგო

2018 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო. მან წარმოადგინა კეთილმოწყობის პროექტი,დიზაინი და გამოაცხადა ტენდერი. 2019 წელს, გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა 1,896,590 ლარი დაჯდა. მაგალითად, თითო ბაღის სკამში 2000 ლარი გადაიხადეს. სამუშაოები შეასრულა შპს გრინსერვისმა+ (NAT180008474). ბაღის კეთილმოწყობა მოხდა შეუსაბამო მასალებით. 1 წელიწადში, ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა (120,000ლარი) დაგებული გრანიტის ფილები დატყდა და ა.შ.
ბაღის კეთილმოწყობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა ამით პარკი არ გაუმჯობესებულა. ბაღის დიზაინი და კეთილმოწყობა მარტივი უნდა იყოს. პარკებს არ აქვს ბევრი სამშენებლო მასალის შეტანის, მოპირკეთების საჭიროება, რომელიც შემდეგ პერიოდში რეგულარულად გამოსაცვლელი იქნება.
ამასთან ერთად, ურბანულ მეხსიერებაში მას წითელი ბაღი ერქვა, რადგან სასეირნო ბილიკებზე წითელი ქვიშა-ხრეში იყო დაყრილი. კალაძის კეთილმოწყობას ესეც შეეწირა. ბაღში ბეტონი მოასხეს, რის გამოც ხშირად საშინელი მტვერი დგება.
2019 წლის მაისში მერმა, კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა საზეიმო კონცერტი სტეფანე მღებრიშვილისა და ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით. ასევე, პარკის “კეთილმოწყობაში” თანადგომისთვის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია “აქსისს” გადაუხადა მადლობა.
შპს “გრინსერვისის+” დამკვეთი ძირითადად თბილისის მერიაა.
შპს “გრინსერვისი +” 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია – შპს გრინსერვისი – ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს გრინსერვისის საქმიანობის პარალელურად, ლაშა ფურცხვანიძე ამავდროულად ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, ხოლო კობა ხარშილაძე მისი მოადგილე (2007-2009წ). ისინი თავიანთი კომპანიისთვის სასათბურე პირობებს ქმნიდნენ.
2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები – ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. მიუხედავად ამისა, შპს გრინსერვისი+-მა 2020 წელს ლ 18 მილიონის ტენდერები მოიგო, 2013 წლიდან დღემდე კი ჯამში ლ 56 მილიონამდე მიიღო. გრინსერვისი + თავისი პროფილიდან გამომდინარე ძირითადად თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას. ვრცლად: https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2865888050353293
დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 11,506,503 ლარი:
2014-2015: 2,218,942 ლარი
2016: 4.083,494 ლარი
2017: 5,204,067 ლარი
კახა კალაძის მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 44,302,164
2018: 7,777,441 ლარი
2019: 21,518,780 ლარი (აქედან 9.5 მილიონ ლარამდე – უკონკურენტოდ)
2020: 15, 005, 943 ლარი (აქედან 12 მილიონ ლარამდე – უკონკურენტოდ)
წყარო:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო – https://tenders.procurement.gov.ge/ – NAT180008474
ფოტომასალა: https://photos.app.goo.gl/2dAxcqbt61vWCFzN6

რატომ გაათავისუფლეს მარინა ჩოლოიანი – ადვოკატის განამრტება

რატომ გაათავისუფლეს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული მარინა ჩოლოიანი - ამის...

მიხაელ ბალაკის 18 წლის შვილი ავტოავარიაში დაიღუპა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მიხაელ ბალაკის შვილი ემილიო ბალაკი პორტუგალიაში, ავტოავარიაში დაიღუპა. 18 წლის...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ...

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ. ურბანისტი ცირა ელისაშვილი...

ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა, შემოდგომისთვის ვემზადოთ – კულუმბეგოვი

"შეიძლება არაპოპულარულად ჟღერს, მაგრამ ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა. ეს ვირუსი ასე...

2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45%-მდე – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45%-მდე შემცირდება, ხოლო 2030...

102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი...

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ინსპექტორი ჩოლოიანზე

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ - ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს...