ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს – პროკურატურა

გენერალური პროკურატურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მედიკამენტოზურმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მედიკამენტები მოხვდა ტაბლეტების დალევის და არა ინექციის გზით.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

ამ დროისთვის ასევე ცნობილია ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკდვილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ექსპერტიზის ჩატარების მომენტიდან მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პირის ღრუს მეშვეობით და არა საინექციო გზით.

პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა საინექციო გზით.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ ბაკურიანის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი პრეპარატები. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტების შემადგენლობიდან გამომდინარე მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ სითხეში შეტინარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები. ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტის გახსნას ბოთლში.

დასკვნის თანახმად, გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

რა შეზღუდვები ამოქმედდა 28 ნოემბრიდან საქართველოს მაშტაბით. ყველა კითხვა და ყველა პასუხი

28 ნოემბერს 24 საათიდან საქართველოს მაშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით  28 ნოემბრიდან -...

დაავადება გადატანილი პაციენტები 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან. "ძალიან კარგი ავტორიტეტული...

ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ – გამყრელიძე

"ახლა არ არის წარსულზე ლაპარაკის დრო, ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ "- ...

მცხეთაში მიმავალი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა – დაღუპულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მცხეთაში მიმავალი მანქანა მტკვარში 30 მეტრის...

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგიმლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. "ივერი...

მარხვაში რძის პროდუქტების ჭამისთვის მღვდლები ზიარებას არ აკრძალავენ – ილია მეორე

საშობაო მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს. როგორც პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, ეპიდემიის...

ფული ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს – ელისაშვილი

"ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს"- მოქალაქეების...

ტრანსპორტი ღია კარებით – დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია

ხვალიდან საქართველოშიახალი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, იკეტება მაღაზიები იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

დაავადება გადატანილი პაციენტები 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან. "ძალიან კარგი ავტორიტეტული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანს ორი მახსოვრობის სისტემა აქვს. ერთი არის ანტისხეულები...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო