ამერიკული გაზეთი The New York Times წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტთან გაჭიანურებულმა ბრძოლებმა აიძულა ტაქტიკისთვის გადაეხედათ. როგორც გაზეთი წერს, მანამდე უკრაინის ხელისუფლებას ეჭვი ეპარებოდა დიდი დანაკარგებით ბრძოლის მიზანშეწონილობაში, მაგრამ ბახმუტთან შექმნილ სიტუაციაში იძულებული გახდნენ აზრი შეეცვალათ.
“ახლა ამ ქალაქის დაცვა უკრაინისთვის გახდა ეროვნული ბრძოლის სიმბოლო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ბახმუტის მიმართულებით არსებული ჩიხი აიძულებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეცვალონ სტრატეგია, ხოლო უკრაინის სარდლობას დამპყრობლებთან შეტაკების დროს ახალ რეალობაზე მორგება უწევს, კერძოდ, ცოცხალი ძალის უზარმაზარ მასებთან გამკლავება, რომლებიც ფრონტალურ შეტევაზე მოდიან.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა ომამდე დაახლოებით 100 ათასი იყო, ამ დროისთვის დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დარჩენილი.
მაგრამ რუსეთისთვის, რომელსაც ფრონტზე დიდი მიღწევები დიდი ხანია არ უჩვენებია, ბახმუტის აღებას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს“–წერენ NYT ექსპერტები.
.