“ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში… ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი, შალვა იაშვილი” – მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ ძალადობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ის წერს, ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და მას ფიზიკურად ყოფილი ქმარი, შალვა იაშვილი უსწორდებოდა.
“ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამააა ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და!
ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ესეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა.
ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც!” – წერს ის სოციალურ ქსელში.
შალვა იაშვილი რენატა ბეგიაშვილის ბრალდებებს Facebook-ზე პასუხობს და უარყოფს – “ვისაც გჯერათ, გაგიტყდებათ, რომ გაირკვევა სიმართლე” – ამტკიცებს იაშვილი.