ბელგიას სურს, ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისა და ტურისტებისთვის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“რუსეთის დაუფიქრებელი თავდასხმა გვაიძულებს, ფრთხილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან”, – თქვა ბელგიის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ განცხადებაში.