რუსეთში ბელგოროდის ოლქში სრული პანიკაა, ათობით ათასი ადამიანი ცდილობს საკუთარი სახლებიდან გაქცევას. ევაკუაციას ვერ აუდის ადგილობრივი შსს. მოქლააქეებმა საკუთარი ავტომობილებით, მაგისტრალებზე ათობით კილომეტრიანი საცობები შექმნეს, რის გამოც, ზოგიერთ მონაკვეთზე, რუსულ სამხედრო კოლონებს, უჭირთ კონფლიქტის ზონამდე მიღწევა და თავდაცვით ოპერაციაში მონაწილეობის მიღება.
ბელგოროდის ოლქი თავდასხმის ქვეშაა – ქალაქ ბელგოროდში სირენების ხმა ისმის.
რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის დაბა გრაივორონში არტილერიული ცეცხლით განადგურებულია სასაზღვრო პუნქტი.
- უკრაინის პრეზიდენტის უფროსი თანაშემწეე აცხადებს, რომ ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან უკრაინას არანაირი საერთო არ აქვს თუმცა დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს პროცესებს.
უკრაინული მხარის ცნობით, ბელგოროდის ოლქში, ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ მოქმედებს [აღნიშნულ ლეგიონში უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები არიან გაწევრიანებული ].
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში დაადასტურეს, რომ ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” და “RDK” ოპერაციას ატარებენ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე. ისინი ქმნიან „უსაფრთხო ზოლებს“ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამის შესახებ GUR-ის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
ქალაქში ევაკუაციის შესახებ საგანგაშო ცნობები ისმის რადიოსადგურებზე, რუსებს აფრთხილებენ, რომ ბელგოროდი მალე “გათავისუფლდება”.
-
- “ბელგოროდი გახდება თავისუფალი!. ვიმეორებ, ქალაქ ბელგოროდის მაცხოვრებლებო, მოგიწოდებთ სასწრაფოდ ევაკუაციას, ქალაქში დარჩენა უსაფრთხო არ არის. ბელგოროდი გახდება თავისუფალი”, – ნათქვამია რადიოსადგურის ჩანაწერში.
დილის არეულობებზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს. სოციალურ ქსელში „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ევაკუაციის შესახებ შეტყობინება გაუმეორა და მიუთითა: „პუტინის ზომბებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვეხებით მშვიდობიანი მოსახლეობას და არ ვიყენებთ მათ ჩვენი მიზნებისთვის. თავისუფლება არის ახლოს!”
ბელგოროდის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაიონში “ედელვაისი“ ამოქმედდა, უკრაინის სადაზვერვო დივერსიული ჯგუფის მოქმეების გამო. გეგმა ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პერსონალის მობილიზაციას ტერორისტული ხასიათის დანაშაულების აღსაკვეთად.
- კრემლი ბელგოროდის რეგიონში რუსეთის საზღვრის გარღვევას გამოეხმაურა
”თავდაცვის სამინისტრომ, FSB-მ და სასაზღვრო სამსახურმა ვლადიმერ პუტინს შეატყობინეს “უკრაინელი დივერსანტების” ბელგოროდის რეგიონში შეჭრის მცდელობის შესახებ”, თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ ახლა „მიმდინარეობს სამუშაოები რუსეთის ტერიტორიიდან გამოდევნისა და ბელგოროდის რეგიონში შესული ჯგუფის გასანადგურებლად“.
”ჩვენ მშვენივრად გვესმის ასეთი დივერსიის მიზანი – ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის (ბახმუტის) დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება“, – განაცხადა პესკოვმა.
პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, „ადგილზე არის საკმარისი ძალები და საშუალებები“.
გუშინ, რუსული Telegram-ის არხები წერდნენ ბელგოროდის რეგიონში რუსეთის საზღვრის “უკრაინელი დივერსანტების” მიერ გარღვევაზე, თუმცა სხვა ტელეგრამ არხებზე უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია.
ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ აცხადებს, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში უკვე ფრიალებს რუსეთის ალტერნატიული დროშა, წითელი ფერის გარეშე.
”თავისუფალი რუსეთის პირველი დროშები გარიჟრაჟზე შეხვდნენ განთავისუფლებულ ქალაქებს. აწიეთ დროშები თქვენს ქალაქებშიც”. – ნათქვამია ლეგიონის განცხადებაში.