ლუგანსკის ოლქის სოფელი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა. – აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაი.
“ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მტრის თავდასხმებს იქ ყოველდღე ვიგერიებთ.რუსები აგრძელებენ მეტი ჯარისკაცის გადაყვანას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით. სოფლებში სახლები, რომლებიც ორკებმა ფრონტის ხაზზე დაიკავეს, ახლა თითქმის ცარიელია, ყველას საბრძოლველად აგზავნიან. რაშისტები ამ მიმართულებით “იძირებიან” და ხვრელებში “იმარხებიან”. შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.