ბელარუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი, ალექსანდრე ლუკაშენკოს უახლოესი თანამშრომელი, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BELTA ბელარუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე ანატოლი გლაზზე დაყრდნობით იტყობინება. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ვლადიმერ მაკეი თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
ითვლება, რომ მაკეი იყო ლუკაშენკოს დასავლეთთან კომუნიკაციის მთავარი არხი. ის განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ავსტრიის დაზვერვის ელიტებთან. მაკეი ასევე ხშირად ასრულებდა დელიკატურ დავალებებს კრემლიდან და ითვლებოდა ინტრიგების ოსტატად.
ინტერნეტში უკვე ვრცელდება ჭორები, რომ მაკეი შეიძლებოდა მოწამლულიყო იმ ინფორმაციის ფონზე, რომ კრემლს ლუკაშენკოს შეცვლა სურს.