ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე

ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ ეპიდემიოლოგებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და სამწუხაროდ, ეს გამართლდა. დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი, საზოგადოებას და ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც დღესდღეობით წარმოიშვა და გაფართოვდა. ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს აქვს თავისი ახსნა, როცა გადაწყვეტილება არის მიღებული, ამას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როცა მიმღებლობა დიდია საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან, რომ გაიგოს ეს და ვერ იგებს, დასკვნა მარტივია, რომ გადაწყვეტილებები არასწორია. აქ საუბარი არ არის რომელიმე ბიზნეს წარმომადგენლის პრობლემაზე, ეს არის საზოგადოების პრობლემა, სადაც ბიზნესის ლიკვიდირება ხდება, ამ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, ეს არის ზუსტად ის არასწორი მიდგომა, რადგან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე ბიზნესის ლიკვდაციიდან გამომდინარე და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ შეხების წერტილებს ვეღარ ვნახულობთ და საუბარი საუბრისთვის ხდება და ურთიერთკომუნიკაციაში ერთმანეთის დანახვა ხდება მხოლოდ. ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, დღეს გარეთ არის აქცია და სიტუაცია კიდევ რთულდება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ის, რომ ვიმუშაოთ რეგულირების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ ადვოკატებად ეპიდემიოლოგების. ეს არის გაუგებარი რეალობა და ამ რეალობას ქვეყნის გაუბედურება მოჰყვება, მე მინდა ახლა რასაც ვამბობ, ამაში ვცდებოდე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ჯაღმაიძე ხალხს რაზმავს, მკვდარი ან ნაცემი თუ მნახეთ, მიხვდებით, ვისგანაც მოდის – გამზარდია

ტელეკომპანია კავკასიის ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მის წინააღმდეგ...

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ – გიგა ბოკერია ნამახვანჰესზე

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ - ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა...

რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის შემოტანა – კოვაქს პლატფორმის განმარტება

კოვაქს პლატფორმამ "ფორმულას" განუმარტა, რატომ გადავადდა საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხი და რაზეა ეს დამოკიდებული. კოვაქსი...

პაატა იმნაძე შეცდომად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით არ დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შეცდომად თვლის, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური...

სიტუაციის ბრალია, დეფიციტია ბაზარზე – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დაგვიანებაზე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დაგვიანებას "სიტუაციით" და ვაქცინების დეფიციტით ხსნის. "ჩვენ უნდა გავაკეთოთ...

მაქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს – ბესელია

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მმართველი პარტია ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს. "ღარიბაშვილს არ...

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები და კარი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით,...

თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, მოვიცადოთ, ან არ ვთქვათ უარი ჩინურზე – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, მათ უმეტესობაში კი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო