ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, არსად შესვლას არ ვაპირებთ – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელის ლდიერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის საერთო შეთანხმების გარეშე მისი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ვაშაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის 6 ოპოზიციონერთან ერთად შედის პარლამენტში, “ბინძურ თავდასხმას” უწოდებს.

“სტარტეგია აღმაშენებელი” შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. სამწუხაროდ, ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე როგორც წინასაარჩევნოდ, არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ, სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს ოპოზიციური შეთანხმება, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის დიდი პროცესი, რასაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა”, – ამბობს ვაშაძე.

მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს, მათ შორის, გიორგი ვაშაძე.