კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 17:33

ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინისა და რუსეთისთვის კატასტროფული იქნება – ბლინკენი

”როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინა სამ ადგილზე ე.წ. ბინძურ ბომბს ამზადებდა, უკრაინამ IAEA-ს სთხოვა, გამოძიება ჩაეტარებინათ. გუშინ ექსპერტებმა პუტინის ცრუ მტკიცება უარყვეს. G7-თან ერთად, მსოფლიოს ქვეყნები განუმარტავენ პრეზიდენტ პუტინს, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება კატასტროფული იქნება მისთვის და რუსეთისთვის.”

 თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე.