“ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია” – ასე აფასებს პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადება. ბესელიას თქმით, ივანიშვილის განცხადება მხოლოდ ამომრჩევლის გამხნევება იყო და ის ინფორმაციულ ვაუუმშია.
“ბიძინა ივანიშვილი არის ინფორმაციულ ვაკუუმში. ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც გარეთ არის. ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა. მას ასეთი ციფრები ბევრჯერ მოუსმენია. მგონია, ან შეგნებულად იმყოფება ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში და ვერ გრძნობს იმ რეალობას, რაც არის გარეთ, ან მეორე ვერსიაა – იცის, რაც ხდება და ესაა გამხნევება ამომრჩევლების არჩევნების წინ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.