ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა–TV იმედი

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. ყრილობის საჯარო ნაწილი რამდენიმე წუთში დაიწყება“– წერს იმედი სოციალურ ქსელში.