ბლინკენის და ლავროვის პირველი შეხვედრა რეიკიავიკში

ისლანდიაში, რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრა არქტიკული საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, ოთხშაბათს საღამოს შედგა.  ეს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პირველი შეხვედრაა.

რეიკიავიკში ორმხრივი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაღრმავების ფონზე შედგა. შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ბლინკენის განცხადებით, ასეთი ბევრი სფეროა და ერთობლივი შეთანხმების და ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება. მაგრამ, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს შეერთებული შტატების, მისი პარტნიორების და მოკავშირეების წინააღმდეგ, “ჩვენ მას პასუხს გავცემთ” – აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

სერგეი ლავროვიც აცხადებს, რომ “სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის” მიუხედავად, რუსეთი მზად არის იმ საკითხებზე სასაუბროდ, სადაც “ინტერესები იკვეთება”.

დიპლომატთა უმაღლეს დონეზე მოლაპარაკება ისლანდიის დედაქალაქში საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მოელოდნენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ მოლაპარაკება “კონსტრუქციული” იყო და რომ მხარეებმა პრეზიდენტების დონეზე უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადებაზე მოილაპარაკეს. თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში სამიტზე არაფერია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ცნობით, საუბარი შეეხო ამერიკის მოქალაქეების პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლების საკითხს. ისინი რუსეთის ციხეში იმყოფებიან. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზების გამო, რუსეთში ოპოზიციური ორგანიზაციების დევნისთვის და კრემლის კრიტიკოსის, პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზის მიხედვით, ენტონი ბლინკენმა ასევე წამოჭრა “ამერიკის ხმის” და “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” წინააღმდეგ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის გზებზე.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის აუცილობლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარი შეეხო ავღანეთის სტაბილურობის, თუ ირანის ბირთვული პროგრამების შეზღუდვის საკითხებსაც.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები დიალოგის მომავალში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის სახდეპმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად – “დროა”

სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და...

ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, მის სიტყვებს ნოლის ფასი აქვს – ღუდუშაური

"სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ...

ლუკაშენკო კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს 

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა...

სააკაშვილი ციხიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს – ბეჟაშვილი

'' კომენტარები ცალსახად ადასტურებს, როგორი შიში გამოსჭვივის მათ განცხადებებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში...

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ შეშფოთება ! – კალაძე

"ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა,...

იძახოდნენ, რომ გვამის სუნი ასდის, დღეს გვესმის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული სააკაშვილი –...

"ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ იქნებ ჩამოყალიბდნენ ეს ქალბატონები და ბატონები. ხან იძახოდნენ, რომ ასე...

ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს, აცდენილია რეალობას, დაცინვის ღირსია – კალაძე კალიურანდზე

„გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი...

“ფრენების აღდგენაზე, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა!” – განხილვა ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება სადაც თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...