ბოდვებზე, რომ მე ფული ავიღე და შევრბივარ, კომენტარს არ გავაკეთებ – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, იმ საკითზე, რომ მან ფული აიღო და პარლამენტში შედის, სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.

“ვიღაცეების ბოდვებზე და უსინდისობებზე და ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი, მათ შორის ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს.