ბოდიშს არ მოვიხდი – სალომე სამადაშვილი ბარამიძეს პასუხობს

“ვერ გავიგე, რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას, ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი”- ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისი განცხადების გამო, რომელიც ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხებოდა, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

“მე ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას, აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ ცუდია მართლაც ეს საზოგადოებისთვის და იღებს ძალიან უსიამოვნო ფორმებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია  პირველის ეთერში.

ცნობისთვის,  სამადაშვილმა ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრას ამაზრზენი უწოდა. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ  განაცხადა,  რომ სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ.