ბოლნისში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ფოტო : Aktual.ge
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 6 აპრილს საკუთარ სახლში 71 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ,  Aktual.ge– ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას სისხლის ნაკვალევი ნახეს.

ადგილზე პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.