თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია [რუსეთთან], როგორც იყო გავრცელებული საზოგადოებაში არასწორად ინფორმაცია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის.
საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია – თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი მტერია, ოკუპანტია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არავითარ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ.
განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.