“ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა. როცა შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, ბევრ შემთხვევას მეტი სიკვდილიანობა ახლავს. პროპორციულად, ყველა დადასტურებული შემთხვევიდან, თუ გარდაცვალების პროცენტს ავიღებთ, ეს საქართველოში იყო დაბალი და რჩება დაბალი.

თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს”

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეპიდემილოგიურ მდგომარეობაზე.