ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა, 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 69 681
- გამოჯანმრთელებულია – 52 169
- გარდაცვლილია – 599
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 506
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 311
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 918
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი