ბოლო 24 საათში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 12 საწყობი და 4 ბაზა გავანადგურეთ

ბოლო 24 საათში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 12 საწყობი და 4 ბაზა გავანადგურეთ – ნათქვამია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების 16 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

“დღის განმავლობაში დემილიტარიზებულია 12 საბრძოლო საცავი და ოთხი რუსული ბაზა”. – წერია განცხადებაში.