ბოლო 24 საათში, უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში  უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.