ბოლო 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 პირი დააჯარიმა.
შსს-ს ინფორმაციით, მათგან 21 ადამიანი საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა, 6 პირი მიკროავტობუსით მოქალაქეების გადაყვანისთვის.
,,პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ“,-წერია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 3000 ლარით ისჯება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლი დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.