დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მთავარი მრჩეველი, დომინიკ კამინგსი ოფისიდან მას შემდეგ გაიქცა რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News- ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს ვიდეო მაშინ გადაიღეს როდესაც ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკვე ცნობილი გახდა. კამინგსს კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე ფართოდ გავრცელდა.