ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მრჩეველს, დომინიკ კამინგსს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს
რამდენიმე დღის წინ Sky News-მა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ჩანს რომ დომინიკ კამინგსი ოფისიდან მას შემდეგ გაიქცა რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, კამინგსი თვითიზოლაციაში იმყოფება.