ოცნების პრესსპიკერი შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შევსებას და ამბობს, რომ ეს მდივნის შეცდომა იყო, რომელსაც ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.
“ქუთაისის 124-ე უბანთან დაკავშირებით აწეული იყო მთელი კამპანია ოქმის წინასწარ შევასებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მოხდა შეცდომა, უბანზე მდივანს მოუვიდა შეცდომა. საკონტროლო ოქმი ეგონა და ნამდვილი ოქმი შეავსო. ცესკომაც განაცხადა, რომ ხელმოწერებიც იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენლის. რაიმე ბოროტ განზრახვას არ ჰქონია ადგილი. ეს შეცდომა ჩასწორდება”,- ამბობს პაპუაშვილი.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის შეფასებით, წინასწარ ოქმის შედგენა მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა, აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში.