ბორჯომში ყირიმ-კონგოთი 45 წლის კაცი გარდაიცვალა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ასევე ადასტურებს  ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

გორმედის კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს დიაგნოზით, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში სამცხე–ჯავახეთიდან ორი პაციენტია მოთავსებული.

„საშუალო სიმძიმის არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდებათ მკურნალობა და უახლოეს პერიოდში, როგორც კი გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა, მკურნალობას გააგრძელებენ ბოქსირებულ განყოფილებაში“,–აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

მიმდინარე, 2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაცვლილთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა.

სოფელ საკირეში მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ კაცს ინფექცია პირველ აგვისტოს დაუდასტურდა. ამავე დღეს, ვირუსი დაუდასტურდა სოფელ წყრუთში მცხოვრებ ორ ადამიანს. მათგან ერთი 1959 წელს დაბადებული ქალია, მეორე კი 1956 წელს დაბადებული კაცი.

”რუსეთში ვერ წავალ” – ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს მიწვევაზე უარი უთხრა

 "ახლახანს ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მადლობა გადავუხადე პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოწვევისთვის...

თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო – რებეკა ჰარმსი

''თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო.'' ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი ამის შესახებ Twitter-ზე წერს, და...

ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალებს თუ არა გვარამიას, რა მოხდება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ –...

მესმის მღელვარების საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ საბოლოო...

საქართველოს უკრაინაში ეწოდოს Сакартвело! – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ისტორიული სახელწოდების Сакартвело-ს გამოყენების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ''უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. დაწესდა ინდივიდუალური სანქციები ...

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! – ვოლსკი

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია...

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა – ვოლსკი პუტინის განცხადებაზე

"ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია არც...

ნათქვამია, რომ 1 მილიონი დიასპორაა რუსეთში, აღარაა, ეს კარგად ვიცით – ზურაბიშვილი

"ძნელი დასათვლელია რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ნათქვამი იყო, რომ ერთი მილიონია რუსეთში, აღარაა 1...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...