დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომსვატოვოს მიმართულება ლუგანსკის რეგიონში, ყველაზე დაუცველია ამ დროისთვის რუსული არმიისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ტერიტორიაზე გამაგრებების მშენებლობას. თუმცა, ადგილზე განლაგებული რუსეთის  ქვედანაყოფები ძირითადად მობილიზებული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც არ გაუვლიათ საჭირო სამხედრო მომზადება.

“იმ ფაქტის გამო, რომ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ხაზი ახლა უფრო დაცულია მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სვატოვოს სექტორი ახლა, ალბათ, რუსული ძალების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგია”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში.