ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსი მობილიზებულები 1869 წლის მოდელის ნიჩბებით იბრძვიან, რადგან მეთაურობა ჭურვებს ზოგავს

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ანალიზში საუბარია იმაზე, რომ  “მობილიზებული რუსი რეზერვისტები” თებერვლის ბოლოს საუბრობდნენ, თუ როგორ გაუშვეს ისინი შეტევაში უკრაინელების ბეტონით გამაგრებული პუნქტის ასაღებად მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღითა და ნიჩბებით. სამინისტრო არ ასახელებს ამ ინფორმაციის წყაროს, მაგრამ მოცემული დეტალები და ციტატები ემთხვევა სერფუხოვის მახლობლად მობილიზებულთა მიმართვას, რომელიც მედიაში გავრცელდა ომის საწინააღმდეგო ტელეგრამის არხზე Swer of the Wind.  მობილიზებულების  ეს ვიდეო მესიჯი 27 თებერვალს გამოქვეყნდა.

მიმართვაში ნახსენები „ნიჩბები“ დიდი ალბათობით სანგრების  სათხრელი იარაღია, რომელიც  ახლო დისტანციაზე  ბრძოლისთვის გამოიყენება.

„სტანდარტული MPL-50 დასამაგრებელი ხელსაწყოს ლეტალურობა [MPL ნიშნავს „მცირე ქვეითი ნიჩაბი“ – რედაქტორის შენიშვნა] რუსეთში განსაკუთრებით მითოლოგიზირებულია . იგი მცირედ შეცვლილა მას შემდეგ, რაც 1869 წელს შეიქმნა და ის, რომ ის დღემდე გამოიყენება ბრძოლის იარაღად, ხაზს უსვამს რუსების მიერ წარმოებული ბრძოლის სისასტიკეს და დაბალტექნოლოგიურობას.“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

ერთ-ერთმა რეზერვისტმა აღწერა, რომ ის არ იყო მზად ასეთი ბრძოლისთვის “არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად”.

“უახლესი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ პირისპირ ბრძოლების რაოდენობა იზრდება უკრაინაში. ეს, სავარაუდოდ, იმის შედეგია, რომ რუსეთის სარდლობა კვლავ დაჟინებით მოითხოვს შეტევას ძირითადად ქვეითთა ​​მიერ ფეხით, ნაკლები საარტილერიო მხარდაჭერით, რადგან რუსეთს საბრძოლო მასალა აკლია”, – წერს. ბრიტანული დაზვერვა.