დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ციხის ხელმძღვანელებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები ექვს ფიზიკურ პირს შეეხო. გაიყინა მათი ქონება და სანქცირებულ პირებს აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა.
“ნათელია, რომ რუსეთის მთავრობა ნავალნის ხედავდა, როგორც საფრთხეს და მათ რამდენჯერმე სცადეს მისი გაჩერება. ФСБ-ს აგენტებმა ის “ნოვიჩოკით” 2020 წელს მოწამლეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებების გამო და არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს”, – წერს ბრიტანეთის საგარეო