ბრიტანელი ექთანი სასამართლომ შვიდი ახალშობილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

ბრიტანელმა ნაფიცმა მსაჯულებმა ექთანი ლუსი ლეტბი დამნაშავედ ცნეს შვიდი ბავშვის მკვლელობაში.

მან ახალშობილები ორგანიზმში შპრიცით ჰაერის შეყვანის გზით 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდში მოკლა, როდესაც  ჩესტერის საგრაფოს საავადმყოფოში  მუშაობდა. ექთანი 2018 წლის ივლისში დააკავეს.

ლეტბი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში კიდევ ექვსი ბავშვის მოკვლის მცდელობაში, ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ჰაერის განზრახ ინექცია, ზედმეტი კვება და ინსულინით მოწამვლა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს განაჩენი კიდევ ექვს ბრალდებაზე, რომლებიც ჩვილების მკვლელობის მცდელობას ეხებოდა. პროკურორებმა მოითხოვეს 28 დღე, რათა გადაწყვიტონ, მოითხოვენ თუ არა ხელახალ სასამართლო განხილვას ამ ბრალდებით.

მანჩესტერის სასამართლომ ლეტბის განაჩენი 21 აგვისტოს უნდა გამოუტანოს.

ახალშობილთა განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, სადაც ლუსი ლეტბი მუშაობდა, განუცხადა BBC-ს, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დროულად არ გამოიძია  მედდასთან დაკავშირებული ბრალდებები და ცდილობდნენ ექიმები  გაეჩუმებინათ.

რატომ შეიძლება მოკვდე ჰაერის ინექციისგან

ჰაერის (ან ნებისმიერი სხვა აირის) ინექცია სასიკვდილოა არა მხოლოდ ჩვილისთვის, არამედ ზრდასრულისთვისაც.

სისხლძარღვების მეშვეობით ჰაერის „ბუშტი“ სწრაფად ხვდება გულში, სადაც  თხევადი სისხლისგან განსხვავებით  კუნთის შეკუმშვისას ის არ გადაისროლება აორტაში, არამედ მხოლოდ იკუმშება და მოცულობით ოდნავ მცირდება.

შედეგად გული აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება ჩერდება, რაც რამდენიმე წუთში სიკვდილს იწვევს.

საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ასევე დაგვიანებით მიმართა პოლიციას, მიუხედავად მრავალთვიანი გაფრთხილებებისა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩვილები ექთანმა მოკლა.

ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში, დეპარტამენტის წამყვანმა კონსულტანტმა, დოქტორმა სტივენ ბრეიმ პირველად განაცხადა, რომ შეშფოთებულია ლეტის ქცევით.

მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, რის შემდეგაც მან სცადა კიდევ ხუთი ბავშვის მოკვლა , რომელთაგან ორის მოკვლა მართლაც შეძლო.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ ლეტბიმ სულ 13 ახალშობილის სიცოცხლის მოსპობა სცადა. მათი გვარების გამჟღავნება სასამართლოს მიერ აკრძალულია, თუმცა ცნობილია, რომ დაიღუპა ხუთი ბიჭი და ორი გოგონა.

BBC-მ ჩაატარა საკუთარი გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ლეტბიმ ამდენი ხნის მანძილზე ამდენი ახალშობილის მოკვლა და ზიანის მიყენება.

ჟურნალისტები გაესაუბრნენ დეპარტამენტის წამყვან კონსულტანტს, რომელმაც პირველმა გამოთქვა  შეშფოთება ლეტბის შესახებ და საავადმყოფოს ჩანაწერები შეისწავლა.

გამოძიებამ გამოავლინა მთელი რიგი უხეში შეცდომები, რამაც გამოიწვია სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდა საავადმყოფო ჩვილების სიკვდილზე.

სხვა საკითხებთან ერთად, გამოძიებამ დაადგინა, რომ:

საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ექიმებს ლეტისთვის  წერილობით ბოდიშის მოხდა და მის მიმართ ბრალდებების შეწყვეტა მოსთხოვა.

საავადმყოფოს ორ თანამშრომელს დაევალა მოლაპარაკება ლეტბისთან შრომითი დავის მოსაგვარებლად, თუმცა ისინი ეჭვობდნენ, რომ ის კლავდა ბავშვებს.

როდესაც ლეტბი საბოლოოდ  სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, ის დაინიშნა განყოფილებაში, რომელიც  რისკების მენეჯმენტითა და პაციენტების უსაფრთხოებით იყო დაკავებული. იქ მან არა მხოლოდ მოიპოვა წვდომა ახალშობილთა განყოფილების კონფიდენციალურ დოკუმენტებზე, არამედ აღმოჩნდა უფროს მენეჯერებთან უშუალო სიახლოვეს, რომლებსაც მისი საქმის გამოძიება დაევალათ.

ახალშობილთა სიკვდილიანობა არ იყო სათანადოდ შეტყობინებული, რის გამოც NHS–ის (ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური სისტემა ) სტრუქტურებმა  ვერ მოახერხეს  საავადმყოფოში უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ყურადღების გამახვილება. ამის შესახებ BBC-ს მენეჯერმა განუცხადა, რომელიც ჩვილების გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ლეტბი დამნაშავედ ცნეს შვიდი ბავშვის მკვლელობაში, ის ცვლაში მუშაობდა მაშინაც, როდესაც საავადმყოფოში კიდევ ექვსი ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციამ ამ საქმეების გამოძიებაც დაიწყო.

როდესაც ლეტბი ლივერპულის ქალთა საავადმყოფოში მუშაობდა, იქ ორი ბავშვი გარდაიცვალა.

”მის ხელში ყველაზე უწყინარი  და უვნებელი ნივთიერებები, როგორიცაა ჰაერი, რძე, რძე, სხვა სითხეები ან წამლები, მაგალითად ინსულინი, სიკვდილის იარაღი აღმოჩნდა„ – თქვა პროკურორმა პასკალ ჯონსმა სასამართლო პროცესის შემდეგ. “მან გამოიყენა თავისი ცოდნა შემზარავი მიზნებისთვის და პროფესიული უნარები ზიანის, მწუხარების და სიკვდილის იარაღად აქცია.”

ჯონსმა ასევე აღნიშნა, რომ „[მსხვერპლთა] მშობლები მის  არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას და ცრუ თანაგრძნობასაც შეეჯახნენ“.

ბრიტანეთის მთავრობამ გასცა  დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ბრძანება  მომხდარის შესახებ, რომელიც ლეტბის განაჩენის გამოტანისთანავე უნდა დაიწყოს.

ჯანდაცვის მინისტრმა სტივ ბარკლეიმ თქვა, რომ გამოძიების მიზანია„გასცეს პასუხი კითხვებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია დაზარალებული მშობლებისთვის და მათი ოჯახებისთვის“.

გამოძიება განიხილავს არა მხოლოდ ჩვილების გარდაცვალების უშუალო გარემოებებს, არამედ იმასაც, თუ როგორ რეაგირებდნენ საავადმყოფოს ადმინისტრაცია და მთლიანობაში NHS ექიმების საგანგაშო ანგარიშებზე და ზოგადად, მომხდარზე.

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...