სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის განცხადებას რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ იდეაზე უნდა მსჯელობდეს, ხაზარაძის ლანძღვა კი პოლიტიკას არ სჭირდება. ის ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს ვაჭარი უწოდა, მოუწოდებს, რომ “ლექსიკა აკონტროლოს.”
“პოლიტიკას ნამდვილად არ სჭირდება პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადასვლა. ვგულისხმობ ირაკლი ოქრუაშვილს. ყველა გააკონტროლოს საკუთარი ლექსიკა, მე მოვუწოდებ, იმიტომ რომ თუ ასეთი სიტყვებით საუბარი აზიანებს ოპოზიციასაც, პოლიტიკასაც და აჩენს უნდობლობას. თუ ასეთი ფრაზეოლოგიით საუბრობ პოლიტიკაში, რისი გამკეთებელი ხარ საერთოდ?! ეს არის ჩვენი კულტურა?! იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო და უკანასკნელი”,– თქვა ვაშაძემ ტვ პირველთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ “უზრდელობასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა”.
გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვეფხისტყაოსნის ციტატით გამოეხმაურა.
“მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.
2022 არა, 22%-იანი განაკვეთი, ბებიაშენისამ…”,– წერს ოქრუაშვილი Facebook–ზე.