“გადავრჩი”– აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიხსენა, როგორ ემსახურებოდა მას პრიგოჟინი პეტერბურგში

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით მან სულ ახლახანს აღმოაჩინა, რომ 2006 წელს სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტის დროს მას სუფრასთან პირადად ევგენი პრიგოჟინი ემსახურებოდა, რომელმაც  მოგვიანებით კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი შექმნა, ცოტა ხნის წინ კი ავიაკატასტროფაში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა.

Washington Post-ის ცნობით, ბუშს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, შოკირებული იყო თუ არა პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციით.

„არა“, უპასუხა 77 წლის ბუშმა. „მაგრამ შოკში ჩავვარდი, როცა ახლახან ვნახე სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტის ფოტო, სადაც აღმოჩნდა, რომ ის იყო ის ბიჭი, რომელიც საჭმელს მაწვდიდა. ის იყო პუტინის მზარეული“.

ფოტოზე ბუში და მისი მეუღლე ლორა სადილობენ ვლადიმირ პუტინთან ერთად , რომელსაც ასევე ახლავს მისი მაშინდელი მეუღლე ლუდმილა.

შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ახსოვს, როგორ გადაიკვეთა პრიგოჟინთან და დასძინა: ”მე მხოლოდ  ის ვიცი, რომ გადავრჩი”.

2006 წლის სამიტზე პრიგოჟინი პირადად ემსახურებოდა პუტინს და მის სტუმრებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტების სადილზე მეუღლეებთან ერთად ლინდსტრომის აგარაკზე, კონსტანტინოვსკის საპრეზიდენტო სასახლის გვერდით.

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით, საკითხს შევისწავლით – სავალუტო ფონდი

"შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის", - ამის შესახებ...

ფარცხალაძემ შვილს 12 უძრავი ქონება, დაჩქარებული წესით, 1 დღეში გადაუფორმა

უძრავი ქონების რეესტრში 20 სექტემბერს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ შვილზე...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...