გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად! – მაკრონი

“გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად” – განაცხადა ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება და ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს და უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

” რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. 2030 წლისთვის რუსეთს სურს დამატებით სამი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია და 4,000 ტანკის წარმოება.

ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველას გვემუქრება.
რუსეთის ქმედებების გამო არსებული მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან საშიშია.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობას საკუთარი პირობების შესაბამისად მიაღწიოს – მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით.

ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს – მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს.

მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება ვაშინგტონში ან მოსკოვში.

ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს – ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებული არ იყვნენ.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შორის განიხილება ევროპული ძალების განთავსება სშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ.

გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად – ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანია ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს.

მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ ფასად და მითუმეტეს რუსეთის კარნახის ქვეშ და მითუმეტეს ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე.

მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბების მეთაურებს, რომლებიც მზად არიან მომავლის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში.

ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა.

მშვიდობა ჩვენს კონტინენტს “დამშვიდებული რუსეთით“ დაუბრუნდება.” – განაცხადა მაკრონმა.