“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს სადაც წერს, რომ ”კამერები გაიყვანეს და მამუკა აბლატავდა. უტყდებათ რუსებს რომ ვეძახით”.
“დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ” – ამბობს მდინარაძე, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა “რუსი” ეძახეს.
პარლამენტში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოცნების” დეპუტატებს მოქალაქემ რუბლები გადმოაყარა ოპოზიციამ კი მოქალაქეს სასესიო დარბაზში გამოთქმული პროტესტისთვის ტაში დაუკრა.
“არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ მთავრობას! ” – მიმართა პარლამენტის წევრებს ქალმა, რომელიც მანდატურებმა გაიყვანეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.