გაერომ მწუხარება გამოხატა ღაზაში საომარი მოქმედებების განახლების გამო

გაერო, ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების განახლებას “კატასტროფულს” უწოდებს და მწუხარებას გამოხატავს.

გაერო კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს მიაღწიონ ცეცხლის მყარ შეწყვეტას.

ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელმა, იენს ლერკემ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ნიშნავს, რომ „ღაზაში დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაბრუნდა“.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ღაზის დაბომბვა, პალესტინელები კვლავ იძულებული არიან ბომბსაფრებს მიაშურონ მას მერე, რაც დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე, რომ ვეღარ მიაღწიეს მის გახანგრძლივებას.