გაერო-ში ისრაელის ელჩი, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს

“ვაღიაროთ,„ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება” – გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ეს განცხადება,  ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა და მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

  • „მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.

ანტონიო გუტიერეშის ეს  განცხადება, გაეროში ისრაელის ელჩმა,  გილად ერდანმა გააკრიტიკა:

  • “არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ”, – განაცხადა ელჩმა.

მოგვიანებით, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

  • „გენერალური მდივანი, რომელიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მასობრივი მკვლელობის კამპანიას გაგებით ეკიდება, არ არის შესაფერისი გაერო-ს ხელმძღვანელობისთვის. მე მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოვუწოდებ. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს“, – წერს ამის შესახებ,  ისრაელის ელჩი სოციალურ ქსელ x-ში.