უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს ცნობას, რომ გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტი 22160-ის ტიპის საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი.
უწყება ამბობს, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 ჯგუფის სპეცდანიშნულების რაზმი თავს დაესხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემს “სერგეი კოტოვს”.
თავდასხმისთვის გამოიყენეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონები, რომელთა დახმარებითაც დააზიანეს რუსული ხომალდის უკანა მხარე, ასევე მარჯვენა და მარცხენა გვერდები.
შემთხვევა ქერჩის სრუტის მახლობლად მოხდა.